რა არის სილამაზე?
– არის ეს თანდაყოლილი ღვთის საჩუქარი? პლასტიკური ქირურგის კარგი ნამუშევარი? თუ,
უსასრულო ვარჯიშების, დიეტების და მაკიაჟის შედეგი?
ვუცქერთ ტელევიზორში,
ინტერნეტ საიტებსა თუ ჟურნალ–გაზეთებში მსოფლიო ვარსკვლავებს და ხან „თეთრი“ და ხანაც
„შავი“ შურით ლამის გულზე ვსკდებით. მათ ხომ
ისეთი მოვლილი სახის კანი, ისეთი ხარისხიანი და ლამაზი თმა, ბრტყელი მუცლები და ლამაზი
სხეული აქვთ! ისინი, ხომ თითქმის სრულყოფილებანი არიან!
შემდეგ იხედები
სარკეში! თითქოს უფრო გამადიდებელი შუშით უწყებ საკუთარ თავს შეფასებას. და მათთან
შედარებით შენს თავში უამრავს ნაკლს პოულობ!
– თუმცა საქმე ესე რთულად როდია? მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს! მეც, შენც და ნებისმიერ ცნობილ ვარსკვლავს აქვს თავისი
პლიუსები და მინუსები.სწორედ, ამ ყველაფრის კომბინაციის ხარჯზე ვართ გამორჩეულები და
განსაკუთრებულები. ნაკლი უკლებლივ ყველას გვაქვს.
ერთადერთი უნაკლო, კი ამ ცოდვილ მიწაზე ვინც იყო, კარგად ვიცით!
იქნებ სილამაზე
– ლამაზი სულია! თუ შენ ხარ სუფთა შინაგანად. თუკი ადამიანებს ყოველდღე უნაწილებ ულევ
სითბოსა და სიყვარულს, თუ გიყვარს სიცოცხლე და შენს შინაგან სამყაროში ჰარმონია და
სიმშვიდე სუფევს – მაშინ, შენ ალბათ ასხივებ სილამაზეს.
თუმცა, მამაკაცები
ბავშვებივით არიან! რაც ლამაზად და თვალისმომჭრელად ბრწყინავს სწორედ ის ჰგონიათ ოქრო
და მომენტალურად იწყებენ ამ ძვირფასეულობის მოსაპოვებლად ბრძოლას, იმის შიშით, რომ
ვიღაცამ არ წაართვას. იმაზე კი არ ფიქრობენ, რომ ხელში შეიძლება ბიჟუტერია შერჩეთ,
რომელსაც დროთა განმავლობაში გადაუვა ის ბრწყინვალე ფერი და მათგან იაფფასიანი, გახუნებული
მეტალი დარჩება, რომელიც თუ არ შეღებე და თუ ისევ ოქროში არ ამოავლე აღარაფრად ვარგა!
მაგრამ, ეს იმას
არ ნიშნავს, რომ ქალმა საკუთარ გარეგნობას არ უნდა მიხედო! უნდა მიხედო და მოუარო საკუთარ
„მე“–ს, პირველ რიგში შენი სიამუვნებისთვის!
უნდა აკონტროლო წონაც, სიარულიც, თმის ხარისხიც... უნდა დაიცვა დიეტაც, როცა ამის საჭიროება არსებობს
და უნდა მიმართო პლასტიკურ ქირურგსაც, თუ, რაღა თქმა უნდა, ამის საშუალება გაქვს. იცოდე „მიზანი ამართლებს საშუალებას“ და რა
მნიშვნელობა აქვს რამდენი ოპერაცია გაიკეთა
შორენა ბეგაშვილმა – თუ ის დღეს არაჩვეულებრივად გამოიყურება!
ასეა, თუ ისე, გარეგნული
სილამაზე მაინც წარმავალია! გავა წლები და რა დარჩება ჩვენი ნავარჯიშევი სხეულისგან
და დაბერილი ტუჩისგან?! დაგვრჩება დამჭკნარი, დაბერებული ანარეკლი ძველი სარკიდან.
მაგრამ, მაინც! მაინც ვიზრუნოთ გარეგნულ სილამაზეზე და არ დავივიწყოთ ჩვენი სული! „ლამაზ
სხეულში – ლამაზი სულია“ –ო ნათქვამია და ჩვენც გავიხადოთ ეს ანდაზა ჩვენი ცხოვრების
ერთერთ ძირითად ღერძად!
ე.ი. სილამაზე ყოფილა: თანდაყოლილი ღვთის საჩუქარიც,
პლასტიკური ქირურგის კარგი ნამუშევარიც და უსასრულო ვარჯიშების, დიეტების და მაკიაჟის
შედეგიც! მთავარია სურვილი, მონდომება და პატარა მსხვერპლი – რადგან „სილამაზე მსხვერპლს
მოითხოვს!“
 |
| Beyonce - მე აღფრთოვანებაში მოვყავარ მის გრაციოზულობას. თუმცა, მე რომ მაგ წონის პატრონი ვიყო , ალბათ თავს მოვიკლავდი! |
 |
| Britney Spears –ეს არც მაკიაჟით მომწონს და რა თქმა უნდა არც მის გარეშე! |
 |
| J.Lo - ჩემი აზრით, საქართველოსი "ყრია" მისნაირი გარეგნობის მქონე ქალები! |
 |
| BARBARA - დაბერდა... რა ქნას! |
 |
| Add caption |
ესენი უმაკიაჟოდაც ლამაზები არიან:
 |
| Angelina Jolie |
 |
| Jessica Alba |
 |
| შენ ! :) |
No comments:
Post a Comment