ახლოვდება ოქტომბერი
და შესაბამისად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიც! პრინციპში „არჩევნები–ც“ კი არა
და არჩევნები ახლოვდება თუ ახლოვდება!
მთელი ქვეყანა იმდენად
პოლიტიზირებულია, რომ დიდი და პატარა მხოლოდ ამ თემაზე საუბრობს, კამათობს, „ღადაობს“,
ფიქრობს და იმ დიდი დღის მოლოდინით სულდგმულობს.
აგერ რამდენიმე
დღის წინ, ჩემმა ორწლინახევრის შვილმა გამომიცხადა: „ქართული ოცნების“ მაიკა მიყიდეო!
გადავირიე! ორი დღის წინ კი იძახდა: „მიშა წადიო!“ და არაუშავს ამას სახლში თუ იტყვის
თავისთვის, მაგრამ აღარ ვიცოდი რა მექნა, როცა ეკლესიაში, ერთ=ერთი წირვის დროს დაიწყო
კივილი „მიშა ვარდები – მალე გადავარდებიო!“ ვერაფრით გავაჩუმე და იძულებული გავხდი
სასწრაფოდ დამეტოვებინა ტერიტორია.
სრული ქაოსია ქვეყანაში!
ქალაქის ნებისმიერ კუთხეში, ქუჩაზე, სკვერში და პარკში ნებისმიერ დროს შეგიძლია დაესწრო
„მინი“ აქციას და პირ–დაღებულმა და სულ–განაბულმა უსმინო ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის
წარმომადგენლის არაჩვეულებრივ დაპირებებს, თუ როგორ აგვიყვავებენ საქართველოს და მასთან
ერთად თითოეულ მოქალაქეს!
თუმცა, არიან ისეთებიც,
რომლებიც მოქალაქეების აყვავებას კი არა – პირიქით – გატყავებას გვპირდებიან! მაგალითად: „ლეიბორისტული
პარტია“ – შალვა ნათელაშვილი. ისინი არასდროს აძლევდნენ ქართულ საზოგადოებას მოწყენის
საშუალებას. მუდმივად გვთავაზობდნენ გასახალისებელ გამოსვლებს. როგორც სჩან მათ მართლაც
ყველაზე უკეთ ესმით, თუ რა სჭირდება დღეს ქართველ ხალხს – ცოტა გამხიარულება და გახალისება.
თუმცა, ამჯერად ცოტა გადაამლაშეს. მათი ლოზუნგი : „მდიდარს ვართმევ – ღარიბს ვაძლევ“
არა მარტო სასაცილო, არამედ ცოტა შემაშფოთებელიც არის, მათთვის ვინ ბევრი იშრომა, იწვალა,
იტანჯა და ამის ხარჯზე რაღაც ქონება და ფული მოაგროვა.
აი მაგალითად, რას
იტყვის ამაზე „ლოტო“–ს გამარჯვებული ქალბატონი ზამირა (გვარი სამწუხაროდ აღარ მახსოვს)?!
ალბათ, ზამირას და მის ოჯახს ტანში შიშის ჟრუანტელი უვლით ყოველთვის, როცა „ლეიბორისული
პარტიის“ პოლიტიკურ რეკლამას უყურებენ ტელევიზორში. (ტელევიზორში, რომელიც, ასე ვთქვათ
„დარმავოი“ ფულით იყიდა!) და კიდევ რამდენია ქალბატონი ზამირას დღეში!
„ერთხელ მაინც გვანდეთ
ქვეყანა...“ – გვთხოვს ბატონი შალვა. „განდოთ“ რა? ძაღლია თუ მეზობლის ბავშვი?! ქვეყანაა
– არც მეტი არც ნაკლები! ქვეყანა!!! და როგორ ფიქრობთ ესე გულით თუ შეგვეხვეწებით ეს
საკმარისი იქნება?!
არა, ბატონო შალვა
– ესეც არ შეიძლება! იხუმრე ერთხელ, ორჯერ, სამჯერ – დრო აღარ არის დასერიოზულდეეთ?!
ვინ გგონიათ თავი რობინ ჰუდი, თუ არსენა მარაბდელი?! გავიცინეეთ და გვეყო ხო?! თქვენი
ხუმრობები უკვე იმ ამბავითაა: ვიღაცამ იხუმრა და მაგიდაზე დააჯ**ო.
როგორც სჩანს, ბატონი
შალვას და მისი თანაპარტიელების ოხუნჯობამ სხვა პარტიებიც მხიარულ და „მაღალ“ ტალღაზე
მომართა. მე მაგალითად სასაცილოდაც არ მყოფნის „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ლოზუნგი
: „მეტი სარგებელი ხალხს!“ არა ნუ, კომიკოსები არ არიაან?! აბა ვინ დაიჯერებს, რომ
მაინც და მაინც არჩევნების წინ გაახსენდათ ხალხი და მოსახლეობა?! და თან ყველაზე სასაცილო
ამ ლოზუნგში არის სიტყვა „მეტი“! ორი ახსნა
და განმარტება შეიძლება მოეზებნოს ამ ასოთა წყობას ამ სიტუაციაში:
1) „მეტი სარგებელი
ხალხს“ – „მეტი“ ანუ, სარგებელი უკვე გვაქვს და ეხლა კიდევ უფრო მეტი! – რა ამბავია კაცო ამდენი სარგებელი?! ისიც გვყოფნის
რაც გვაქვს! ყელამდე ვართ თქვენი პატივისცემით და უფრო მეტად ნუღარ გაირჯებით ჩვენთვის.
ჩვენ ამდენს არ ვიმსახურებთ.
2) „მეტი სარგებელი
ხალხს“ – „მეტი“ ანუ, ჩვენ („ნაციონალები“) რომ ვსარგებლობთ იმაზე მეტიო! – ეს კიდე
უარესი! ყველამ თუ ისე ისარგებლა როგორც თქვენ ძვირფასო „ნაც“–ებო, ხომ საერთოდ გაჩანაგდება
ეს ისედაც გაფატრულ–გამოფატრლი საქართველო?! რამდენიმე ოჯახი ხართ საქართველოში, ვინც
სარგებელს ნახულობთ და თქვენი სარგებლის ხარჯზე ბოდიში და დედა გვაქვს მოტ***ი და მთელმა ორმა მილიონმა ქართველმა
თუ თქვენზე მეტი სარგებელი ვნახეთ წარმოუდგენელი რაღაც მოხდება! ისედაც სოდომი და გომორი
გვაქვს უკვე და მაგაზე უარესი რაღა უნდა დაგვემართოს?!
არვიცი, არვიცი...
თქვენ მე ჭკვიანი ხალხი მგონიხართ და ნუ იძლევით მსგავს დაპირებებს. ხუმრობაც გასაგებია,
მაგრამ აღარ გვინდა ამდენი ტაკიმასხარა პოლიტიკაში.
ძაან მეცინება ასევე
„ახალ მემარჯვენეებზე“. თავი დათვები ჰგონიათ და აქამდე ზამთარი ეგონათ. გეგონება მთელი
ეს პერიოდი გვერდ–შეუცვლელად ეძინათ და მხოლოდ ეხლა, საარჩევნოდ გამოიღვიძეს და გამოძვრნენ
ბუნაგიდან. მათი წინასაარჩევნო დაპირება არ ვიცი, თორემ ალბათ მთლად გავიგუდებოდი სიცილით.
სასაცილოა სატირალი
რომ არ იყოს „ქრისტიან დემოკრატები“. ყოველთვის ესეთი „მართლები“ და ყველაფერში ესეთი
„სუფთები“ როგორ არიან?! არა, არაფერს და „ვიკბინები“, უბრალოდ მიკვირს!! მიკვირს
– როგორ ახერხებენ იმას, რომ ამ ბინძურ პოლიტიკაში ასე „სუფთად“ რჩებიან?!
და ბოლოს, არ შეიძლება
არ შევეხო „ქართულ ოცნებას – ბიძინა ივანიშვილს“. ვისაც კი არ ეზარებოდა, ყველა „შეეხო“
და არც მე ვიქნები ზარმაცი ამ შემთხვევაში. რა ვთქვა მათზე. ჩემი აზრით, თუ გავითვალისწინებთ
„ლეიბორისტებს“, „ნაციონალებს“, მემარჯვენეებს“, „ქრისტიან – დემოკრატებს“ და მათ თავკაცებს
– ბიძინა ივანიშვილს იუმორი „არ აქვს“. რატომღაც მეგონა რომ ეს კაცი ცისფერი ეკრანიდან არ გვეხუმრებოდა. თუმცა ამ პოსტს ვაგრძელებ არჩევნებიდან 2 წლის შემდეგ და ეხლაღა ვხვდები რომ ბიძინა ივანიშვილს რომ "იუმორი" ჰქონია - ბარე ორი ვერ დაიკვეხნის! კი არ ხუმრობს - გვეღადავება! ოცნებები ოცნებად დაგვრჩა და კიდევ ერთხელ, საბოლოოდ დავრწმუნდი - რომ ჩვენი, როგორც ერის და ქვეყნის საშველი არ იქნება მეგობრებო!
ყოველ შემთხვევაში უახლოესი ერთი საუკუნე!...
ყოველ შემთხვევაში უახლოესი ერთი საუკუნე!...