...და მაინც, რა სურთ ქალებს?! ეს არის შეკითხვა, რომელიც იყო, არის და ყოველთვის იქნება აქტუალური და საინტერესო მამაკაცებისთვის და არა მარტო მამაკაცებისთვის! ამ კითხვას არ დაუკარგავს მისი აქტუალობა მაშინაც კი, როცა ბინ ლადენმა ტყუპები ააფეთქა, არც მაშინ, როცა შრილანკა ცუნამმა წაიღო, არც მაშინ, როცა მოკლეს კადაფი, არც ახლა, როცა იაპონიაში მიწისძვრა მოხდა და არც მაშინ დაკარგავს აქტუალობას, როცა ადამიანი მარსზე ჩაფრიდება.
მეც ბევრი ვიფიქრე ამ თემის ირგვლივ. მართლა და მართლა - რა ჯანდაბა გვინდა?! ხან ერთი, ხან მეორე! ჩვენ თვითონ ვაართ კი დარწმუნებული ჩვენს სურვილებსა და მოთხოვნებში?! რას ვთხოვთ ისედაც გონება დაჩლუნგებულ მამაკაცებს (არავის ეწყინოს)?! საიდან უნდა გამოიცნონ მათ ის, რაც ჩვენ თვითონაც კი ვერ გაგვირკვევია?!
მაინც, რა არის ის რაღაც, რაც დაგვაკმაყოფილებს, დაგვამშვიდებს და გაგვახარებს? არის ეს ყვავილების თაიგული ყოველდღე ან სამ დღეში ერთხელ? თუ, დღიური აბონიმენტი საუკეთესო სპა სალონში კვირაში ერთხელ, ჯანდაბაას - ორ კვირაში ერთხელ? თუ, iPhone 4s ანუ”Siri” (ხედავთ, ესეც კი კაცთან გვაქვს დაკავშირებული :) ). იქნებ, “Cartier”-ეს ოქროს სამაჯური სამ თვეში ერთხელ - ან ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ოგონდ ოქროსი იყოს და თანაც “Cartier”-ესი. :). ღმერთო! რამდენი რაღაც უნდა ქალს?! ფრჩხილი, წარბი, თმები, ხელი, ფეხი - ყველაფერი მოვლილი - 24 საათი კვირაში 7 დღე! ჩაცმა, დახურვა, წასვლა, მოსვლა! ჩვენ ისედაც უამრავი საქმე გვაქვს ყოველდღიურად და მეორე ნახევრისგან ამ ყველაფერზე უფრო მეტს ველით!
ბევრი ფიქრის და საკუთარ თავთან სჯა-ბაასის შემდეგ, მივედი დასკვნამდე და თურმე რა მარტივი ყოფილა! ქალებს გვინდა ერთადერთი რაღაც! ჩვენ გვინდა, რომ ხელის გულზე გვატარონ!!! დიახ, რატომაც არა?!განა ესე ბევრს ვითხოვთ?! არამგონია, ამ პასუხით მამაკაცები კმაყოფილნი დარჩნენ, მაგრამ თუ კითხვას სვამ, მაშინ პასუხისთვისაც მზად იყავი!
ასე რომ, ძვირფასო კაცებო! ეს ის არ არის, რაც თქვენს ძალებს აღემატება! დაგვსვით თქვენი ძლიერი და ღონიერი ხელების გულებზე და გვატარეთ - ჩვენ, ეს სუსტი და ნაზი არსებები! ზოგს ყვევილები მოგვართვით, ზოგს “Cartier”-ს სამაჯურები და ზოგსაც ყველაფერი ერთად.
ჩვენ კი, ჩვენს მხრივ, გაწეულ შრომას, აუცილებლად დაგიფასებთ გემრიელი სადილით, დალაგებული სახლით, ლამაზი შვილებით და ჩვენი სიყვარულით სავსე გულებით!
No comments:
Post a Comment