ფულით ყველაფერს ვერ იყიდი! – სამაგიეროდ, იყიდი თითქმის
ყველაფერს!
დღეს დილითაც ფულზე
ფიქრში გავეღვიძა – ნუ უკვე მარაზმია! არ შეიძლება მუდმივად ვფიქრობდე და ვოცნებობდე
ერთი და იგივე რამეზე! ისე ვარ მისი შოვნის წყურვილით შეპყრობილი, რომ აღარ ვიცი რა
ხერხს მივმართო! თავში ჩამომწკრივებული მაქვს ბიზნეს–იდეების მთელი რიგი, თუმცა ვერ
ვახერხებ ვერც ერთის განხორციელებას, რადგან მსჭირდება ერთი რაღაც – ფული!
ამას წინათ, ერთ–ერთ
საიტზე აღმოვაჩინე შარვალი, ზედა და პატარა ქლათჩი. მთელი ეს „სეტი“ ძალიან მომეწონა
და ვიფიქრე იქნებ სეილზე გამოვიწეროთქო, რადგან არა–სეილზე ვიცოდი ვერაფრით გავწვდებოდი.
მაღალ ფასს ასეც
და ისეც ველოდი, თუმცა ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და როცა მათი ფასები
ვნახე კინაღამ ტირილი დავიწყე:
Fendi-ს ძალიან სადა, ყვითელი ბლუზა, გრძელი სახელოებით –
$790!!
Vionnet–ის (არის ესეთი ბრენდი) – ვარდისფერი, კოჭთან ჩავიწროვებული
შარვალი, სულ რაღაც – $940!!
ხოლო, Dooney
& Bourke- ის ფირუზისფერი,
პატარა ქლათჩი – $198!!
მიდოდა... მინდოდა
მეტირა, მეყვირა, მეჩხუბა! მინდოდა გამელანძღა ყველა ვისაც ამ – ჩემთვის ფუფუნების საგნებზე – ხელი მიუწვდება. მაგრამ, თავი
ხელში ავიყვანე! მშვიდად მოვშორდი ჩემს ლეპტოპს, მივედი ჩემს ჩანთამდე და ჩავხედე ჩემს
საფულეს. საფულეში კარგად მივიჩხრიკ–მოვიჩხრიკე და მოვაგროვე მთეეელი 100 ლარი!
ჰმ... სასაცილოა
სატირალი რომ არ იყოს!
შოპინგის სურვილით
შეპყრობილმა, არც მახსოვს რა და როგორ ჩავიცვი და ფეხით დავიარე თბილისის თითქმის ყველა
მაღაზია და ჰოი, საოცრებავ! თქვენ წარმოიდგინეთ ვიპოვნე! დიახ, დიახ! ვიპოვე ჩემი აწყობილი
„სეტი“. ნუ მთლად ის არ იყო თუმცა ერთმანეთს
საოცრად ჰგვანან! მე ეს შევძელი და არც თუ ისე ძვირი დამიჯდა ძვირფასი ბრენდებისთვის
შემცვლელის პოვნა! იმ დღეს უუბედნიერესი ვიყავი!
სახლში გამარჯვებული და ამაყი ვბრუნდებოდი და თან მხიარულად მოვაფრიალებდი პარკებს,
ზედ იაფფასიანი მაღაზიების სახელების წარწერით.
იმ დღეს შევიძინე:
ყვითელი, ძალიან სადა ბლუზა, გრძელი მკლავებით, თუმცა
გაურკვეველი ფირმის – 15 ლარი.
ვარდისფერი, ძალიან
ლამაზი, ზაფხულის შარვალი, ასევე გაურკვეველი ფირმის – 20 ლარი.
და ფირუზისფერი
Salvatore
Ferragamo -ს ძალიან ლამაზი
რეპლიკა ქლათჩი – 40 ლარი.
15 + 20 + 40 =
75 – 75 ლარად ჩავიცვი და დავიხურე! და რა კარგია, ფული იმისთვისაც მომრჩა სალონში
შევსულიყავი და ფრჩხილები წესრიგში მომეყვანა!
აი, ასე! „ვინც ეძებს – ყოველთვის
პოულობსო“ – თურმე მართალი ყოფილა! ამიტომ, როცა „თავს ზემოთ ძალა არ არის“ მაშინ,
„საბანი იქამდე უნდა დაიხურო სადამდეც გაგწვდებაო“! :)) მიხვდიით! ანუუ, „კატა ვერ
შესწვდა ძეხვსაო – სკამი მიიდგა და ისე ჩამოიღოო!“ – ვოტ ტაკ!ინტერნეტში ნანახი:
ჩემი "2 ლარიანები" :))))






No comments:
Post a Comment