თქვენ
არც კი იცით, მაგრამ დედამიწაზე ამაყად დააბიჯებს ერთი, უკვე 50 წელს მიტანებული, გემრიელი
ქალი, რომელსაც ახლობლები, მეგობრები – ფასოს ეძახიან. Just ფასო! :))
ჩვენი
ფასო დაიბადა და გაიზარდა ტყიბულის რაიონის, რომელიღაც სოფელში. სტუდენტობის ასაკმა, რომ მოუწია, მშობლებმა რაღაც
თანხა მოუგროვეს და თბილისში, ცოდნასთან საზიარებლად გამოაგზავნეს. ფაცოს თბილისში
შეძლებული და გავლენიანი ნათესავი ცხოვრობდა და ფასოც ამ ნათესავის ოჯახში სიხარულით
მიიღეს.
ფასო
ერთი შავტუხელა და რბილად რომ ვთქვათ შეუხედავი გოგონა იყო. თუმცა, ძალიან მხიარული
და კეთილი გულის პატრონი გახლდათ. მან მალევე გაიჩინა სასწავლებელშიც და სამეზობლოშიც
მეგობრები და თავი ყველას შეაყვარა.
თუმცა,
არსებობდა ერთი ადამიანი – რომლის გულიც ფასომ ვერაფრით მოინადირა. ეს იყო – მისი მეგობრის
უფროსი ძმა – ტარიელი! ტარიელი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, კარგი ოჯახის შვილი,
მაღალი და სიმპატიური ბიჭი გახლდათ. გოგონები ბუზებივით ეხვეოდნენ და ცხადია, საკმაოდ
ამპარტავანი,ტარიელი საბრალო ფასოს ძაღლადაც კი არ აგდებდა!
ერთ
მშვენიერ დღეს, ტაიელის სახლის კარზე ზარი გაისმა. სტუმრის ვიზიტმა მთელი ოჯახი, განსაკუთრებით
კი ტარიელი სრულ პანიკაში ჩააგდო! კართან ახალგაზრდა გოგონა იდგა და კარგად წამოზრდილ
მუცელზე ტარიელს თითს უკაკუნებდა! ჰოი! საგონებელში
ჩაცვივდა ტარიელი და მისი ოჯახი! იმ უზნეო და უსირცხვილო გოგოს სახლში შემოშვება იქნებოდა?!
ხო დაესხმებოდა ოჯახს თავზე ლაფი! ხო შერცხვებოდა მთელი მათი მოდგმა! საჭირო იყო სწრაფი
და ჭკვიანური რეაგირება! საჭირო იყო ორსული გოგონას შეჩერება, რომელიც ასე „უსირცხვილოდ“
ცდლობდა ამ ბრწყინვალე ოჯახში შეტენვას! ბევრი ფიქრისა და სხჯა ბაასის შემდეგ ოჯახმა
გადაწყვეტილება მიიღო: ტარიელს სასწრაფოდ უნდა შეერთო ცოლი! მხოლოდ, კარგი ოჯახისშვილი,
პატიოსანი და განათლებული.
ამასობაში,
ფასოს საზაფხულო არდადეგები დასწყებოდა თურმე და სოფელში წასასვლელად ემზადებოდა, როცა,
სახლში ტარიელი მიეჭრა! ფასო ყოფილა შოკში – როცა ტარიელმა მის წინ დაიჩოქა და სირცხვილისგან,
თუ სიხარულისგან სულ მთლად გაწითლებულ ფასოს ცოლობა სთხოვა! ფასოს შედეგებზე არც კი უფიქრია, იმ წამსვე თანხმობა
განუცხადა პრინც ტარიელს და მეორე დღესვე შეუდგა ქორწილისთვის მზადებას. აფრთხილებდნენ და ეუბნებოდნენ თბილისელი ნათესავები,
რომ არ გაჰყოლოდა ცოლად ტარიელს, თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, ფასოს არაფერის გაგონება
არ სურდა!
დიდი
ქორწილი იმ ზაფხულსვე უზეიმიათ! ფასო ყოფილა „გამოკვეტილი“ თეთრ გრძელ კაბაში და უსაზღვროდ
ბედნიერი. თუმცა, მისმა ბედნიერებამ სულ რამდენიმე თვეს გასტანა!
ყველას
გასაოცრად, ერთ მშვენიერ (თუ დასაწვავ, ვისთვის როგორ) დღეს ფასო სახლში აზლუქუნებული
დაბრუნდა. მისი ლოყები ამჟამად ცრემლებისგან
აწითლებულიყვნენ! სახლის ფანჯრიდან გახედვაც კი რცხვენოდა საცოდავ ფასოს, რადგან
მის ძვირფას ტარიელს გაუგონარი და უკადრებელი უკადრებია! :)
უფრო
ზუსტად კი, ტარიელს ხმა გაუვრცელებია: ფასო სახლიდან უნდა გავაგდო – არც მეტი, არც
ნაკლები – მინეტი გამიკეთაო!!!!!!!!!!!!!!!!!!
(ღმერთო
როგორ მეცინება ამ ისტორიაზე!!!)
განადგურებულ,
შერცხვენილ, თავზე ლაფ დასხმულ და სახელ გატეხილ ფასოს, სხვა რა გზა ჰქონდა?! – დაბრუნდა
მშობლიურ სოფელში და როგორღაც გააგრძელა ცხოვრება! დრო გავიდა და ოჯახმა ერთი კარგი
ქვრივი კაცი გაურიგა, სოფელ ფარცხანაყანებიდან! ფასოსაც დასაკარგი რაღა ჰქონდა?! გაჰყვა
ცოლად საკმაოდ შეძლებულ და სიმპატიურ ქვრივს. გაუზარდა ორი შვილი, თვითონაც გაუჩინა
ბიჭი და ახლა ფასო ძალიან ბედნიერია! ისევ ისეთი ხალისიანი, ლაღი და წითელ–ლოყება ქალია
– 30 წლის წინ რომ იყო.
ტარიელი კი, როგორც ვიცი დღემდე უცოლოა. თუმცა შვილი, რომელსაც „უწესო“ გოგოსგან ელოდებოდა,
მაინც უღიარებია შვილად და გარკვეულ წილად მამობა გაუწევია....
აბა,
მე რომ არ მეთქვა, განა გეცოდინებოდათ, რომ ფარცხანაყანებში, მაინც ამაყად დააბიჯებს,
50 წელს მიტანებული ერთი გემრიელი და მხიარული ქალი, რომელსაც ახლობლები ფასოს ვეძახით!
პ.ს.
ტარიელის პიროვნების შესაფასებლად, ვფიქრობ ერთი სიტყვა ქართული ლექსიკონიდან ზედ გამოჭრილი
იქნება! თუმცა, „ცუდი სიტყვისგან“ თავს შევიკავებ! :)))
No comments:
Post a Comment