სულის ხორცგან გამოსვლა
მგონია, რომ ვიგრძენი...
ჩემს სხეულში თავისუფლად
თითქოს ვეღარც ვინძრევი.
მინდა გავქრე, წამით
მაინც, დავასვენო გონება,
მინდა, ცუთით მაინც
მქონდეს სრულყოფილი ცხოვრება.
ცას მინდა, რომ
გავსცდე ფრენით, ხელით ვიგრძნო ღრუბლები,
მერე, უკვე აღარასდროს
აღარ მოვიღრუბლები.
მინდა, წვიმად გადავცვალო
ჩემგან ღვრილი ცრემლები,
მინდა, მინდა, ჩემზე
სწერდნენ პოეტები... მწერლები!
მინდა, ერთხელ მაინც
მოვხვდე გამოგონილ ზღაპარში,
მინდა, სურვილს
მისრულებდეს – ჯინი – ოქროს ლამპარში.
მინდა, ჩემი ოცნება
მიხდებოდეს წამში,
მინდა, სახლი –
ერთი ზღვასთან, მეორე კი მთაში.
მინდა, მინდა, ჯანმრთელობა
და ულევი ჯანი,
მინდა, მქონდეს
ქერა თმები და მაგარი ტანი!
მინდა, ჩიტებს ვეჟღურტულო
იმათსავე ენით,
მინდა, შვილმა დამახრჩოს
კოცნითა და ხვევნით.
მინდა, ჩემი დაკარგული
მხარეცა და მიწაც,
„მშობლიურო ჩემო
მიწავ“ – მეც შენს სახელს ვფიცავ.
მინდა, ჩაის დასალევად
ვიხმო ვაჟა... ილია...
მინდა, მათთან განვიხილო
დრო რომ გადაირია...
ბევრი გადავლილია...
ღმერთი გადაღლილია...
დედამიწა არ გაჩერდეს,
აღარავინ ჩავიდეს!
მინდა, ვირი ხეზე
ერთხელ, ხტუნვა–ხტუნვით ავიდეს!
პარასკევ დღეს,
კატა შესწვდეს ძეხვს დაკიდულს მაღალზე,
მინდა არვინ გამეღობოს
ჩემს გზაზე და სავალზე.
მინდა, ნაცარქექიამ
არ აწამოს დევი,
მინდა, ისევ შუქის
ხაზი მეორე და „ლევი“.
მინდა, ქვეყნად
აღარავის აღარ ჰყავდეს „ჟიგული“,
მინდა, ძველი „გაგება“
– ქართული და „ჯიგრული“.
მინდა, ვინმემ მაჩუქოს
8 მარტს მართვის მოწმობა,
მინდა, ისევ ხდებოდეს
სამსახურში „მოწყობა“.
მინდა, ყველას თვალზე
შეშრეს ცრემლის თბილი ღვარი,
მინდა, ცუდმა მოგონებამ
არ დატოვოს კვალი.
მინდა, თმები შევუღებო
ჩვენს ჭაღარა თბილისს,
მინდა, შაშვის სტვენა
ვნახო და ნახტომი ირმის.
მინდა, მინდა, მინდა
ბევრი, მინდა სულთა ცხონება,
მინდა, სუფთად,
ლაღად გავვლო დარჩენილი ცხოვრება!
No comments:
Post a Comment