რა
საოცარი ხალხი ვართ?! მოსიყვარულე, თბილი და მზრუნველი ერი... ბავშვი ოჯახში წმინდათა
წმინდაა და რას არ იზამს ბავშვის სიყვარულით „გადარეული“ ბებია, დედა ან ძიძა.
რას
არ იზამს – სიმართლე გითხრათ აღარ ვიცი, მარა რასაც „ის“ თურმე იზამს, ყოველგვარ ფანტაზიას
სცდება!
ამ
მშვენიერ გაზაფხულის საღამოს, გადავწყვიტე ბავშვი ერთ–ერთ სკვერში გამესეირნებინა.
უზარმაზარ სასრიალოს უამრავი ბავშვი აწყდებოდა სიხარულის ყიჟინით. ზოგი კიბეზე მიძვრებოდა,
ზოგიც გვირაბში და ზოგიც სასრიალოს ეკონწიალებოდა. აბა რა, ესეც უნდა ყოფილიყო. სასრიალო
– ბავშვებისთვისაა. მხოლოდ და მხოლოდ ბავშვებისთვის და არა ბებიებისთვის, ძიძებისთვის
და უკანალ–გასქელებული დედებისთვის!
აი
ეხლა ვზივარ და სიტყვებს ვეძებ – როგორ გადმოგცეთ რაც იქ ხდებოდა! 4–5 წლის ბიჭუნას მხიარული შეძახილებით (სავარაუდოდ)
ძიძა ასრიალებდა. ქალბატონი სხვა ბავშვებს ლამის თავზე ფეხს აბიჯებდა, რომ ურიგოდ შემძვრალიყო
„ობიექტზე“. თავს იკლავდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომ იქვე მდგარი ბავშვის
ბაბუისთვის დაემტკიცებინა, თუ რამხელა პროფესიონალია თავისი საქმის და როგორ უყვარს
ბავშვი. ბაბუაც კმაყოფილი შესცქერდა ამ გულის ამაჩუყებელ სანახაობა, თუმცა იმას კი
ვერ ხვდებოდა – რანაირი გაიზრდება მისი შვილიშვილი ბიჭი, როცა 4–5 წლის ასაკში ბავშვს
მარტო სრიალის შნოს უკარგავდნენ და „უწუ – კუწუთი“ განებივრებული ალბათ 14–15 წლის
ასაკშიც ვინმეს კალთას ინება გამოკერებული.
სანამ
„პროფესიონალი“ გამზრდელი თავის მოვალეონბას პირნათლად ასრულებდა, შუა ხნის ქალბატონი
არაამქვეყნიური ხმით და შეძახილებით დასდევდა პატარა, ენერგიულ ბიჭუნას.
გვერდიდან
რომ ვერაფერი გააწყო, ეს მოხუცი, მსუქანა ქალბატონიც შეძვრა თავისი „ფოფოდია“ კაბით
სასრიალოზე და უნდა გენახათ რა საშინელი სანახავი იყო ეს ქალბატონი, როდესაც ბავშვებისთვის
განკუთვნილ გვირაბში გაძრომას დაჟინებით ცდილობდა. რა თქმა უნდა ვერ ეტეოდა, მაგრამ
ფარ–ხმალს არ ყრიდა და წინ და წინ, სულ ზევით, ზევით, მაღლა და მაღლა მსუქანი მუხლუხოსავით
მიიკლაკნებოდა.
ამასობაში
ქალბატონის უკან ბავშვების უზარმაზარი რიგი დადგა. სასრიალოს ერთ ნაწილში საცოდავად
გამომწყვდეული 15მდე ბავშვი მორჩილად ელოდა, როდის გაიხსნებოდა გზა. ამასობაში, ბავშვების
ტერიტორიაზე გამოჩნდა ახალგაზრდა, ენერგიით სავსე დედა. ხის სკამზე წამომჯდარი (სკამზე რომელიც მშობლებისთვის
და ზრდასრული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი) ვუყურებდი, თუ როგორ მიაჭყლიტა ამ ახალბედა
დედამ ჩემი შვილი თავისი უკანალით ატრაქციონის კედელს. შემდეგ „რეზკად“ მოტრიალდა და
გაბზეკილი უკანალი სხვა ბავშვს მოუკნია და წააქცია. ერთადერთი რაზეც ეს ახალგაზრდაფიქრობდა
მისი შვილის ბედნიერი ჩამოსრიალება იყო და სხვა ბავშვები ბავშვშებად არ აღიქმებოდნენ!
მის თვალში ალბათ ისინი იყვნენ ზრდასრული, ვერაგი ადამიანები, ბუზები, კოღოები, რომლებიც
ხელს უშლიდნენ დედა–შვილის ბედნიერ საღამოს და გართობას.
ოჯახური
გასვლაც ვიხილე სკვერში. „გადაჩხერილი“, საგულდაგულოდ გამოწყობილი მამა, ბოლო ხმაზე
უღრიალებდა შვილს, რომელმაც უცაბედად ფეხი დააბიჯა მის გაპრიალებულ ფეხსაცმელს და დაუსვარა.
ძალიან გამიკვირდა, რომ ესეთი სუფთა და წესრიგის მოყვარული კაცი მზესუმზირას მიირთმევდა
და ნაჭუჭს პირდაპირ ძირს იფურთხებოდა!
ამ
ყველაფერს დიდხანს ვეღარ გავუძელი, ბავშვს ხელი მოვკიდე და გადავწყვიტე იქაურობას სასწრაფოდ
გავცლოდი, რომ რომელიმე, მისი პირმშოს სიყვარულით დაბრმავებულ მშობელს არაფერი დაეშავებინა
ჩემი შვილისთვის.
ჩემო
მეგობრებო, ვინც ამას კითხულობთ, იმედია არასოდეს მოიქცევით მსგავსად! მე ვგიჟდები
ჩემს შვილზე და მასზე უკეთესი ქვეყნად არავინ მგონია, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდე, რომ
სხვასაც ისევე უყვარს საკუთარი ბავშვი როგორც მე – ჩემი! სხვისი შვილიც შვილია და ნუ გადავუვლით მათ. ბავშვების სივრცე
ბავშვებისთვისაა და არა ტვინ გათხელებული და უკანალ გასქელებული უფროსებისთვის!
No comments:
Post a Comment